16:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 01:21:00, 897 ნახვა

მსოფლიო
სირიასა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებს ცეცხლი კვლავ გაუხსნეს, ირანი ბალისტიკურ რაკეტებს აადგილებს

აშშ-ის სამხედრო ბაზას "აინ ალ-ასადს" დასავლეთ ერაყში ცეცხლი გაუხსნეს და მის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა აფეთქდა, იუწყება პორტალი Shafaq News.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა განხორციელდა სირიასა და ერაყში მდებარე სხვა ამერიკულ ბაზებზე - ალ-ტანფსა და ალ-ჰარირში.

CNN იუწყება, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელმა USS Carney-მ მოიგერია სარაკეტო თავდასხმა იემენის სანაპიროებთან.

წითელ ზღვაში განლაგებულმა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გამანადგურებელმა სამი რაკეტა ჩამოაგდო იემენიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, იტყობინება რამდენიმე დასავლური გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

AP-ის თანამოსაუბრეების თქმით, ზუსტი მონაცემები ჯერ არ არსებობს იმის შესახებ, თუ სად მიდიოდა რაკეტები, მაგრამ დიდი ალბათობით, მათი სამიზნე ისრაელის ტერიტორია იყო.

იმავე თვალსაზრისს, ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტროც იზიარებს.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ სამი რაკეტა შეჩერდა USS Cairney-ის მიერ წითელ ზღვაში. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ რაკეტების სამიზნე ამერიკული ესკადრილია იყო.

იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები ადრეც გამოხატავდნენ მხარდაჭერას პალესტინელების მიმართ და მუქარას აყენებდნენ ისრაელის წინააღმდეგ.

ამასთან ტელეკომპანიის ინფორმაციით, ირანში  დაიწყეს ბალისტიკური რაკეტების გადატანა დასავლეთისკენ, ისრაელთან უფრო ახლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics