|
2023-10-17 19:08:25, 603 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - დემოგრაფია არ გვაძლევს ფუფუნებას, ერთსქესიანთა ქორწინებისადმი ლიბერალურები ვიყოთ
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ერთსქესიანთა ქორწინების საკითხზე განცხადება გააკეთა. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია არ აძლევს საშუალებას "ლიბერალური დამოკიდებულება ჰქონდეს ერთსქესიანი ქორწინების მიმართ". "ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ვთქვი, ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერს და სახელმწიფოს. მე ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე, ზუსტად. არ შეიძლება, ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები და არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ამაზე უფრო ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ გვქონდეს არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება", - განაცხადა ბურჭულაძემ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)