12:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 10:59:01, 285 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება

ივანიშვილის წარმომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ საქართველოს საკითხზე ინიცირებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკური აქტორები საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებენ.

მისი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ჯო უილსონი უკვე დიდი ხანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს და ამავე მიდგომას აგრძელებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც.

„კონკრეტული აქტორები ჩვენ ვხედავთ რომ იყენებენ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში იმისათვის, რომ ის დღის წესრიგი, რომელიც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ამ მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არ არის პირველი მცდელობა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მორიგი რეზოლუციის წარდგენაც სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

„ჯო უილსონი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად ლობირებს დღის წესრიგს საერთაშორისო არენაზე და რა თქმა უნდა მას აქვს შესაძლებლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც იგივე დღის წესრიგი განავითაროს და სწორედ ამის დემონსტრირებაა ვილსონის მხრიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს თემაზე მორიგი ნეგატიური საკითხების დღის წესრიგის შემოტანა," - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics