|
2023-10-17 15:04:07, 578 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკითხის განხილვას ხვალ დავიწყებთ
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკითხის განხილვას ხვალ დავიწყებთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, განხილვის პროცესში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს. "საქართველოს რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს იმპიჩმენტის საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი. გთავაზობთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი დაადგენს: საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულს საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17-20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა ასე, რომ ხვალ 12:00 საათზე ჩვენ დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით",- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)