16:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 14:33:01, 479 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - მსოფლიოში არის ახალი ესკალაციის საფრთხე და ჩვენ, როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას მშვიდობა შევუნარჩუნოთ

მინდა მოვიყვანო ციტატა: „წუხილის მიუხედავად, ჩვენ ყველას შეგვიძლია მადლიერი ვიყოთ ყოველ დილით და ყოველ ღამე, რომ შეგვიძლია ვიცხოვროთ აქ, ჩვენს ოჯახებთან მშვიდად და უსაფრთხოდ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - ეს არის განცხადება, რომელიც სამი დღის წინ გააკეთა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი და გავლენიანი სახელმწიფოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ანალენა ბერბოკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთების ფონზეც კი, "საქართველოში ისმის ქილიკი მშვიდობასთან დაკავშირებით". 

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამ თემაზე არასერიოზულად საუბარი ოპოზიციის "სამარცხვინო პოლიტიკაზე" მიუთითებს, რომელიც "საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლის დაზიანებას ისახავს მიზნად". 

„ჩვენ აქ ბოლო წელიწად-ნახევარია ვისმენთ ქილიკს იმასთან დაკავშირებით, მშვიდობა არის მნიშვნელოვანი თუ არ არის მნიშვნელოვანი, ომი გვინდა თუ არ გვინდა და გვირჩევნია რომ ბომბები გვაცვიოდეს, მაგრამ სულიერად ამაყები ვიყოთ. ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტები და სამარცხვინო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ იმისათვის, რომ ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარს - ეს მონაპოვარი არის მშვიდობა, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის, ბევრ შემთხვევაში აწონ-დაწონილი პოლიტიკური ნაბიჯების ფასად გვიჯდება და ამისათვის საფრთხის შექმნა არის არა „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება,  არამედ სახელმწიფოს და მისი უსაფრთხოების საფუძვლების დაზიანება.

ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, შეწყვიტონ ამ თემაზე ქილიკი, შეწყვიტონ ამ თემის „გაბაიბურება“, იმიტომ რომ ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი რეგიონის ირგვლივ, ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ მსოფლიოში არის დაპირისპირების ძალიან სერიოზული, ახალი ესკალაციის საფრთხე და ამ მოცემულობაში ჩვენ , როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნა სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics