|
2023-10-17 11:12:45, 612 ნახვა
პოლიტიკა
იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს,- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. იოსელიანის თქმით, გადაწყვეტილების დასაბუთებას ჯერ არ გაცნობია. "სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს, თუმცა გავეცნობი განსხვავებულ აზრსაც, ჯერ არ გავცნობილვარ გადაწყვეტილების მთლიანად დასაბუთებას და მასაც აუცილებლად გავეცნობი და რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუციამ, მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან მისი რევიზია, ასეთი რამ შეუძლებელია",- განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)