|
2023-10-16 10:17:30, 748 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ოკუპირება დიდი შეცდომა იქნებოდა
ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ოკუპირება დიდი შეცდომა იქნებოდა, თუცა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა cbsnews-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ისრაელი ომის კანონების დაცვით იმოქმედებს. "ჩემი აზრით, ღაზას სექტორის ოკუპირება დიდი შეცდომა იქნებოდა. ღაზას სექტორში მოხდა შემდეგი - „ჰამასი“ და ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ მთელ პალესტინელ ხალხს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისრაელის მიერ ღაზას ხელახლა ოკუპირება იქნება შეცდომა. მაგრამ შესვლა და ექსტრემისტების განადგურება, „ჰეზბოლა“ არის ჩრდილოეთი და „ჰამასი“ სამხრეთით, არის აუცილებელი საჭიროება“,- განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რის შემდეგაც ღაზას სექტორს ისრაელის მხრიდან წყლის, ელექტორენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა. 11 ოქტომბერს IDF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და იქ 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)