|
2023-10-13 18:24:24, 650 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ხელმძღვანელობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია იმყოფება
"ტვ პირველი" ავრცელებს მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმყოფება დელეგაცია, რომელსაც ვხელმძღვანელობ მე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი არის "ტყუილი და სასაცილო დეზინფორმაცია". „ტვ პირველი“ ავრცელებს მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმყოფება დელეგაცია, რომელსაც ვხელმძღვანელობ მე, ასევე სესიაში მონაწილეობენ არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ეკა სეფაშვილი. ეს ყველაფერი არის ტყუილი და სასაცილო დეზინფორმაცია. თან ისეთი ტყუილი, რომლის გადამოწმება, სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივია. მაგალითად, მე, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ამ დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მედიასთან ვაკეთებდით კომენტარებს და ასევე მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. დელეგაციის სხვა წევრები ასევე იმყოფებოდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სასაცილოა „ტვ პირველისგან“ იმის მტკიცება, რომ სტრასბურგში სესიას ვესწრებით. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი. არ ვიცი რას ემსახურება მსგავსი ტყუილი, მაგრამ ამ დეზინფორმაციამ რომ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა, ფაქტია“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)