|
2023-10-13 15:05:18, 698 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დანიგენზე - იმედი მაქვს, ახალი ელჩი შეცვლის იმ აღქმებს, რომელიც საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება და ა.შ.
კელი დეგნანი არ იყო აშშ, არც მისი წინამორბედი იან კელი არ იყო აშშ. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და რა თქმა უნდა, ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE" შეკითხვას იმის შესახებ, რომ კელი დეგნანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ოპონენტების მხრიდან აღქმული იყო, როგორც "ქართული ოცნების" მიერ აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა. როგორც კობახიძემ განაცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ "ახალი ელჩი საზოგადოებაში არსებულ აღქმებს რადიკალურად შეცვლის". "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის რომელიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრას და აღნიშნულ თემებზე საუბარს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან ამ თემაზე სრული ღიაობა არსებობს. "რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, მთლიანად ჩვენი გუნდის მხრიდან არის სრული ღიაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან კონსულტაციები, შეხვედრები, პარტნიორობა - ამ კუთხით, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა",- განაცხადა კობახიძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)