19:56 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 09:34:50, 753 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელს ეწვევიან

ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ლაიენი და მეცოლა ისრაელის ხელმძღვანელობას შეხვდებიან.

„ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელს ეწვევიან, რათა გამოხატონ სოლიდარობა „ჰამასის“ ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ და შეხვდნენ ისრაელის ხელმძღვანელობას“, - აღნიშნულია ევროპული კომისიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა.

12 ოქტომბერს, ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.

ამასთან, ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics