21:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 21:57:41, 732 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს - ჩადით ისრაელში, მხარი დაუჭირეთ ხალხს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, ისრაელის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა ქვეყანაში ჩასვლით გამოხატონ.

ზელენსკი უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მარტო არ იყო.

"მახსენდება უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს არ იყო მარტო, ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია, თუ შეიძლება ეს სიტყვები გამოვიყენო, მსოფლიო ლიდერებისთვის არის ის, რომ ჩადით ისრაელში და მხარი დაუჭირეთ ხალხს. მე არ ვსაუბრობ რომელიმე ინსტიტუტზე, არამედ მხარი დაუჭირეთ ხალს, რომელიც ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics