|
2023-10-11 19:24:14, 842 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ოფისში მოქალაქეები მესამე პრეზიდენტისთვის წერილებისა და საკუთარი მოსაზრებების დატოვებას შეძლებენ. სოფო ჯაფარიძემ ცენტრის გახსნაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მესამე პრეზიდენტის სათქმელი გააცნო. ''ბატონი პრეზიდენტისგან ყოველკვირეულად უამრავი წერილი მომდის, მიშას აინტერესებს რას ფიქრობს ხალხი, რა არის მათი მთავარი პრობლემა, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ ქუჩაზე. უპასუხებს უამრავ ადამიანს, უნდა რომ მაქსიმალურად მოისმინოს ხალხის აზრი. ვის ეკუთვნის ეს სივრცე? როგორც მიშა ხშირად აღნიშნავს, დღეს დაყოფის დრო არ არის. სივრცე ღიაა ყოველი თქვენგანისთვის. მიშას მხარდამჭერებისთვის, მისი თავისუფლების მსურველებისთვის. ყველასთვის, ვისაც ადარდებს ქვეყნის ბედი. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შევეგუეთ მის პატიმრობას! შევეგუეთ იმას რომ მიშა, პუტინის პირადი პატიმარია საქართველოში! არავინ მოგატყუოთ! ასიათასობით მხარდამჭერი, მესამე პრეზიდენტის პატიმრობას არ შეეგუება! სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით. და ბოლოს! ყველამ კარგად ვიცით სად არის მიშა - რთული დასაჯერებელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ დატოვებდა იმ უდიდეს კომფორტს და პატივისცემას რაც უკრაინაში მას ჰქონდა და ჩამოვიდოდა, მაგრამ გადადგა მძიმე და ძალიან რთული ნაბიჯი, დღესაც ახერხებს ქართულ ოცნებას შეუცვალოს დღის წესრიგი, იყოს ოლიგარქთან ბრძოლის წინა ხაზზე. მაგრამ სად ვართ ჩვენ?! დღეს არათუ მიშა ,არამედ თითოეული ჩვენგანი ვართ ოლიგარქის ტყვეობაში. წლების შემდეგ,როდესაც ჩემი შვილები შემეკითხებიან სად ვიყავი ამ ბრძოლის დროს , მე ამაყად ვიტყვი, ვიბრძოდი საქართველოს თავისუფლებისათვის! ვიდექი ისტორიის ნათელ მხარეს და ვქმნიდი ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)