22:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 15:55:52, 932 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, დიდმა ბრიტანეთმა, თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა, ამასთან მან ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმები დაგმო.

„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა გამოხატოს დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. ის ასევე შეხვდება გადარჩენილ ადამიანებს და ისრაელის მაღალჩინოსნებს, რათა გამოხატოს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა და ის, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი“,- წერს Reuters-ი 

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics