|
2023-10-09 17:35:58, 695 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალური გათბობის სისტემების შერჩევის კრიტერიუმები
ცენტრალური გათბობის სისტემებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. სახლში სიმყუდროვის შესანარჩუნებლად ტემპერატურული კომფორტი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამიტომ ოპტიმალური სისტემების შერჩევა უმჯობესია დროულად დაიწყოთ. დღესდღეობით, საქართველოში თერმოინდუსტრია დიდი პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე პროდუქციითა და პროფესიონალური მიდგომებით გამორჩეული კომპანია მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი პირობებით მუშაობს. ამასთან, ის საქართველოს ბაზარზე ყველაზე მრავალფეროვანი ევროპული ასორტიმენტითაა ცნობილი. რა უნდა გავითვალისწინოთ ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებამდე? ცენტრალური გათბობის სისტემის შერჩევამდე გაითვალისწინეთ საცხოვრებელი სივრცის ტიპი:
თუ ახლადშეძენილი (გაურემონტებელი) ბინისთვის მასალას ეძებთ, უმჯობესია გათბობის მილები იატაკში მოათავსოთ. აუცილებლად შეიძინეთ ხარისხიანი მასალა, რათა დაზიანების შემთხვევაში იატაკის მექანიკურად აყრა არ მოგიხდეთ. გარემონტებული ბინის შემთხვევაში მილების გაყვანა კედლებზე დასაშვებია. ამ შემთხვევაში საშუალო ხარისხის მასალის გამოყენების დროსაც კი ხარვეზის რისკი ნაკლებია. სანამ ცენტრალური გათბობის მონტაჟზე გადახვალთ სპეციალისტი ადგენს თბოპროექტს (სართულის, ფართის და კედლის მასალის მიხედვით პროგრამაში ანგარიშდება თბოდანაკარგი). ამის გარეშე ვერ გათვლით რადიატორების საკმარის რაოდენობას და სითბო თანაბრად ვერ განაწილდება. რა შეგიძლიათ შეიძინოთ თერმოინდუსტრიაში? გათბობის სისტემების ერთ-ერთი მთავარი აგრეგატი რადიატორია. გარდა ვიზუალური ეფექტისა მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს მისი მასალა, რათა წლების განმავლობაში რადიატორის გამოყენება უპრობლემოდ შეძლოთ. თერმოინდუსტრიაში ალუმინის, ფოლადის და თუჯის რადიატორების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ალუმინის რადიატორი სექციურად მარტივად იყოფა, ხოლო ფოლადის რადიატორები სტანდარტული ზომებით იწარმოება. თუჯის მასალას ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდი აქვს. ის სითბოს ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს და კოროზიამედეგობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, ამ აგრეგატის შერჩევისას საკუთარი პრიორიტეტებით იხელმძღვანელეთ. თერმოინდუსტრია ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელთა უსაფრთხოება და კმაყოფილება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. თერმოინდუსტრიას ადგილობრივ ბაზარზე 35-ზე მეტი ბრენდის პროდუქცია შემოაქვს. ხარისხის სერტიფიკატის მფლობელი ნაწარმი ხანგრძლივ შემოწმებას გადის. ამასთან, კომპანია მუდმივად ზრუნავს გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომელიც შეძენიდან მონტაჟის ჩათვლით სრულყოფილ მომსახურებას გაგიწევთ. გათბობის სისტემების მონტაჟზე დაზოგილი თანხა და არაპროფესიონალი ხელოსნის ჩართულობა კუსტარულად დაყენებული აგრეგატებისგან გამოწვეულ საფრთხეს ზრდის. ქვეყანაში ყოველწლიურად დაფიქსირებული ფატალური შემთხვევები ცხადყოფს, რომ ცენტრალური გათბობის სისტემები პროფესიონალებს უნდა ანდოთ.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)