00:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 13:48:56, 896 ნახვა

მსოფლიო
The Times of Israel - „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი იაჰია სინვარი გარდაიცვალა

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი იაჰია სინვარი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერზე, დანიელ ჰაგარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰაგარის თქმით, "ჰამასის" სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისევე, როგორც მოძრაობის მთელი ქონება, დაუცველი და განწირულია.

"იაჰია სინვარი კამპანიის მეთაურია და ის მკვდარია... "ჰამასის" სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისევე, როგორც მოძრაობის მთელი ქონება, დაუცველი და განწირულია",- განაცხადა ჰაგარმა.

გამოცემის ცნობით, სინვარის გარდაცვალების შესახებ კომენტარს თავად "ჰამასი" არ აკეთებს.

ცნობისთვის, იაჰია იბრაჰიმ ჰასან სინვარი ღაზას სექტორში ტერორსიტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერად 2017 წლის თებერვალში შიდა არჩევნების გზით აირჩიეს. ის ასევე ორგანიზაციის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამფუძნებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics