00:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 09:39:50, 661 ნახვა

მსოფლიო
ცახალმა მთელი ღამის განმავლობაში, ღაზას სექტორში 500 სამიზნეზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცახალმა) განაცხადა, რომ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებმა ღამით ღაზას სექტორში გაანადგურა 500-ზე მეტი სამიზნე, რომლებიც ეკუთვნის ჰამასის და ისლამურ ჯიჰადს.

განცხადების თანახმად, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, ვერტმფრენებმა და არტილერიამ დაარტყეს „500-ზე მეტი ტერორისტის სამიზნეს“ და „შეტევა განხორციელდა ჰამასის შვიდ სამეთაურო ცენტრსა და ისლამური ჯიჰადის სამეთაურო ცენტრზე“.

ისრაელის სამხედროებმა ასევე დაბომბეს "ბევრი მრავალსართულიანი შენობა", რომელთაგან ერთ-ერთში, მათი თქმით, განთავსებული იყო "ჰამასის ტერორისტების სამეთაურო ცენტრი", საიდანაც ბოევიკებმა შეაღწიეს ისრაელში.

ასევე თავს დაესხნენ შენობას, რომელსაც იყენებდა ჰამასის საზღვაო ძალების უფროსი მეთაური. გარდა ამისა, ბოევიკების სამი გვირაბი დაბომბეს ბეიტ ჰანუნის რაიონში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ერთ-ერთი სამიზნე იყო მეჩეთში.

ღამით ისრაელის სამხედროებმა ასევე შეუტიეს ისლამური ჯიჰადის ობიექტს, რომელიც მდებარეობს შენობაში, სადაც „ტერორისტები მოქმედებენ და ცხოვრობენ“, თქვა IDF-მა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს დარტყმებს ღაზას სექტორში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics