02:06 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 23:11:10, 806 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - შეერთებული შტატები არასოდეს დატოვებს ისრაელს

შეერთებული შტატები არასოდეს დატოვებს ისრაელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობამ დაიცვას თავი. - ამის შესახებ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰამასი თავს დაესხა არა მხოლოდ სამხედროებს, არამედ მოკლა მშვიდობიანი მოსახლეობა, გაიტაცა ქალები, ბავშვები და მთელი ოჯახი. ისრაელს აქვს უფლება უპასუხოს ამ აგრესიას, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს მათ გადაწყვეტილებებს.

ბაიდენმა გაიმეორა, რომ სხვა მხარეებს არ შეუძლიათ ისარგებლონ ამ სიტუაციით. მან ასევე გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის შექმნა მისი დაარსებიდან 11 წუთის შემდეგ აღიარა და ეს პოზიცია არასოდეს შეიცვლება.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში 

სულ მცირე 150 ისრაელის მოქალაქე უკვე დაიღუპა და მინიმუმ 1 ათასი დაშავდა, იტყობინება ისრაელის მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

Al Jazeera, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მინიმუმ 160 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად. დაშავებულია  1000 ადამიანი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics