17:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 12:54:45, 739 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს წიგნები გადასცა

„საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ. „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეტაპზე, წიგნები გადაეცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი სკოლების ბიბლიოთეკებს: სოფელი რუხის საჯარო სკოლა, სოფელ რიყის საჯარი სკოლა და სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა.

„პროექტი ერთი წელი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული“,- ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics