02:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 12:05:01, 852 ნახვა

მსოფლიო
BBC - ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი აღნიშნულ ომში გაიმარჯვებს.

„დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“,- განაცხადა გალანტმა.

ამასთან, BBC-ი წერ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის: თავდასხმაზე საპასუხოდ ოპერაცია "რკინის ხმლები" წამოიწყეს. 

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics