|
2023-10-04 10:11:35, 690 ნახვა
მსოფლიო
ვენეციის მახლობლად ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა - დაიღუპა, სულ მცირე, 21 ადამიანი [ვიდეო]
იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ავტოავარიას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 18 პირი დაშავდა, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. როგორც BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულთა შორის 5 უკრაინელი და ერთი გერმანელია. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ვენეციასთან ახლოს მოხდა. ავტობუსი გზიდან გადავიდა და რკინიგზის ხაზებთან ახლოს ჩავარდა მესტრეს რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება. ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ მომხდარს "უზარმაზარი ტრაგედია" უწოდა. ავტოავარიას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)