|
2023-10-04 02:09:03, 709 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სენატმა თანაპარტიელი რესპუბლიკელი სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კევინ მაკკარტის სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებას. შესაბამისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ 216 კონგრესმენმა მისცა ხმა. ამის შესახებ, კენჭისყრის დროს გახდა ცნობილი, რომელიც ინტერნეტით გადაიცემოდა. გადაგომის წინააღმდეგი 210 ადამინი იყო ამრიგად, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი გახდა წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერი აშშ-ს ისტორიაში, რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო, წერს The Guardian. შეგახსენებთ, რომ მაკარტის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მეტ გეტსმა წამოაყენა. ის უკმაყოფილო იყო იმით, რომ მაკარტი კომპრომისზე წავიდა დემოკრატებთან და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის გავლა, რათა თავიდან აიცილოს დახურვა ე.წ ლოკდაუნი. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, რომ სავარაუდოდ დათანხმდა ბაიდენთან "საიდუმლო გარიგებაზე" უკრაინის დასაფინანსებლად. კევინ მაკკარტი 269 დღის განმავლობაში მსახურობდა პალატის სპიკერად, სანამ სამშაბათს ხმების უმრავლესობით გაათავისუფლეს. მისი სპიკერობის ვადა დაიწყო 2023 წლის 7 იანვარს და გაგრძელდა დღემდე - იგი მეორე ყველაზე მცირეხნიანი სპიკერია ქვეყნის ისტორიაში. უმოკლეს ვადის რეკორდი რეპუბლიკელ მაიკლ კერის ეკუთვნის რომელიც 257 დღის განმავლობაში მსახურობდა სპიკერად. კერი სპიკერის თანამდებობაზე გარდაიცვალა 1876 წლის 19 აგვისტოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)