|
2023-09-30 16:34:39, 781 ნახვა
საზოგადოება
დუმბაძე მწერლებზე - ბოიკოტს სახელმწიფოს და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ
მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს, - ამის შესახებ მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა. დუმბაძე ასევე გამოეხმაურა ბოიკოტის საკითხს და აღნიშნა, რომ მას მწერლებისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია და ისინი ბოიკოტს არა მას, არამედ "სახელმწიფოს, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ". "მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს. მითუმეტეს ამის გამოცდილება არ აქვს... მე პიროვნულად [ბოიკოტს] არ მიცხადებენ, სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას. ქეთი დუმბაძეს მათთვის არაფერი არასდროს არ დაუშავებია. მე ფულს ვერ გადავრიცხავ, თუ ხელშეკრულებას არ დავდებ, როგორც ხელმძღვანელი ორგანიზაციის . მე ეს თანხა მიდევს ანგარიშზე, მათ შეუძლიათ, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ არ უნდათ", - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)