03:14 - 01 May, 2026
|
2023-09-30 13:16:00, 604 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანის პრესმდივანი - მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომხების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა
მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომხების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ასევე მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 21 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შევიდა. „ამ დროისთვის სომხეთში შემოსულია 100 417 იძულებით გადაადგილებული პირი და 21 043 სატრანსპორტო საშუალება. რეგისტრაცია უკვე გაიარა 81 139-მა ადამიანმა, 32 200 ადამიანი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დროებით საცხოვრებელში მოთავსდა“, - აღნიშნა ფაშინიანის პრესმდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)