|
2023-09-29 21:42:39, 640 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, დასანქცირდნენ ის ორგანიზაციები და რუსი ოფიციალურ პირები, რომლებიც "უშუალოდ მოქმედებდნენ უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შესაქმნელად". "რუსეთის ყალბი არჩევნები არის გამჭვირვალე, უშედეგო მცდელობა, ლეგიტიმაცია მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლზე. სხვის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია", - განაცხადა კლევერლიმ. სანქცირებულ პირებს შორისაა რუსეთის საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსანი, ნატალია ბუდარინა, ასევე, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი, ანდრეი ალექსიენკო და მარია ზახაროვა, რომელიც ხერსონის "საარჩევნო კომისიის" წარმომადგენლად დანიშნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)