03:15 - 01 May, 2026
|
2023-09-29 19:56:09, 645 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს 3 ოქტომბრიდან ქვეყანაში აღარ შეუშვებს
ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს 3 ოქტომბრიდან ქვეყანაში აღარ შეუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეზღუდვა 10, ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება. "ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რეაგირებს იმ სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა. ცნობისთვის, რუსულნომრიანი მანქანების შესვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც აკრძალეს, აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)