|
2023-09-29 10:50:19, 677 ნახვა
მსოფლიო
Politico - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. Politico-ს ცნობით, აღნიშნული თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა. "რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს აშშ უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე",- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, ადამ სმიტმა. გამოცემის ცნობითვე, აშშ-ის სენატი მოკლევადიანი ბიუჯეტის რეზოლუციის ალტერნატიულ პროექტზეც შეთანხმდა, რომელიც უკრაინისთვის 6,1 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს, რომლიდანაც 4,5 მილიარდი თავდაცვის ხარჯებს, ხოლო 1.6 ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)