|
2023-09-29 09:36:28, 610 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატოს წევრი და აუცილებლად გახდება
უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატოს წევრი და აუცილებლად გახდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორ სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არა მხოლოდ უკრაინის ამბიცია, არამედ ევროპის უსაფრთხოების "ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი" პერსპექტივაა. „უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას",- თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 28 სექტემბერს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)