|
2023-09-28 14:53:09, 931 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მზადებას განიხილავს
ევროკავშირი არაფორმალურ სამიტზე გაერთიანების 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მზადებას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის გვერდი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, არაფორმალური მინისტერიალი ქალაქ მურსიაში 28-29 სექტემბერს იმართება. „საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 28-29 სექტემბერს ქალაქ მურსიაში გაიმართება, რომელიც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრისთვის გარკვეული მოსამზადებელი ეტაპი გახდება. შეხვედრა 5 ოქტომბერს გრანადაში გაიმართება და მასზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება“,- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, არაფორმალურ შეხვედრაზე დაგეგმილია რამდენიმე დისკუსია, რომელსაც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი გაუძღვება. „არაფორმალური შეხვედრის დროს დაგეგმილია რამდენიმე მსჯელობა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე მომავალი გაფართოების ზეგავლენას, კანდიდატი ქვეყნების თანმიმდევრული ინტეგრაციის კონცეფციას და ინსტიტუტების რეფორმებს მიეძღვნება, რომლებიც თვით ევროკავშირს სჭირდება“, ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)