|
2023-09-27 18:03:51, 639 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელზე უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში, პენი პრიცკერზე დაყრდნობით ავრცელებს. პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსული სუვერენული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის და იურიდიული ჯგუფები "მუშაობენ იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს" ამ აქტივებით. "ძირითადად, თუ ვიტყვი არა იურიდიული, არამედ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსებმა მიაყენეს უკრაინას, მათ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინის აღდგენას. იურიდიულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ", - განაცხადა პრიცკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)