|
2023-09-27 16:54:19, 821 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანული მედია - მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს. მედიის ცნობით, ვარდანიანი ყარაბაღიდან სომხეთში აპირებდა გადასვლას. "27 სექტემბერს, ლაჩინის გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი, 1968 წელს დაბადებული, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს. ის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბაქოში გადაიყვანეს",- აღნიშნულია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში. ცნობისთვის, რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი 2022 წლის ნოემბერში გახდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში ის თანამდებობიდან მოხსნეს. ვარდანიანი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, 2022 წელს კი, რუსეთის მოქალაქეობა დათმო და საცხოვრებლად არაღიარებულ მთიან ყარაბაღში გადავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)