|
2023-09-27 11:18:19, 831 ნახვა
მსოფლიო
კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობიდან გადადგა
კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CBC News-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება როტამ მას შემდეგ მიიღო, რაც 22 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, მან პარლამენტის სხდომაზე 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა მიიწვია და "გმირი" უწოდა. მედიის ცნობითვე, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ვეტერანი გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ დივიზიაში მსახურობდა, რომლის ქვედანაყოფი ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისაგან შედგებოდა, რომელსაც ნაცისტები მეთაურობდნენ. "ჩემმა საჯარო გამოსვლამ შეურაცხჰყო და ტკივილი მიაყენა ბევრ ინდივიდს და საზოგადოებას კანადაში, მათ შორის ებრაულ თემს კანადაში და მსოფლიოს გარშემო. მე ჩემს ქმედებებზე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას... ამ პალატის მუშაობა ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას. უნდა გადავდგე თქვენი სპიკერის თანამდებობიდან. კიდევ ერთხელ ღრმა წუხილს გამოვხატავ",- განაცხადა ენტონი როტამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)