04:27 - 01 May, 2026
|
2023-09-26 19:54:52, 628 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა EU-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს
ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, კატარინა ბარლიმ განაცხადა. ბარლის თქმით, მხოლოდ უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი იმდენად დიდია, რომ, ამჟამინდელი წესებიდან გამომდინარე, მხოლოდ მას და ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანას შეეძლება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მიღება. „ჩვენ უნდა შევიცვალოთ, თუ გვინდა, მივიღოთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა“, - აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა ოქტომბრამდე ევროკავშირის შვიდივე კრიტერიუმს სრულად ვერ დააკმაყოფილებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)