04:27 - 01 May, 2026
|
2023-09-26 19:34:17, 629 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს
თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას ნიუ-იორკში შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. "თუ ისინი [აშშ] შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს საკუთარ დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)