|
2023-09-25 23:46:00, 732 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი - 11 ჩინურ და 5 რუსულ კომპანიას სავაჭრო შეზღუდვები უწესდება
სავაჭრო შეზღუდვები 11 ჩინურ და 5 რუსულ კომპანიას უწესდება, რომლებიც რუსულ ჯარს თვითმფრინავების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდიდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში აცხადებენ. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცხრა კომპანია, კერძოდ, ჩინური Asia Pacific-ი, Links Ltd და რუსული SMT-iLogic-ი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ რუსეთის სპეციალური ტექნოლოგიების სანქცირებული ცენტრისთვის რუსული სამხედრო დაზვერვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდების სქემაში. შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა კიდევ ექვსი ჩინური კომპანია ირანის დრონების პროგრამის ნაწილების შესყიდვაში, რომლებსაც რუსული ძალები ასევე იყენებენ უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად. „ჩვენ არ მოგვერიდება სწრაფი და მნიშვნელოვანი ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს პუტინის უკანონო და ამორალური ომის მხარდაჭერას უკრაინაში“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპორტის აღსრულების ოფისის დირექტორმა, ალან ესტევეზმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)