|
2023-09-25 09:15:10, 640 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი ისტორიულია
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ახალი პაკეტი ისტორიულია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის, რაც აქამდე ფანტაზია იყო, რეალობად იქცა. "არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის შესახებ. ეს ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო, მაგრამ უკვე რეალობად ვაქცევთ... მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კანადის მთავრობას მზადყოფნისთვის, გამოყოს დაფინანსება ჰოლოდომორის მუზეუმის დასრულებისთვის. სიმბოლურია, რომ კანადა მხარს უჭერს უკრაინას ისტორიული მეხსიერების დაცვაში",- ამბობს ზელენსკი. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლის შემდეგ კანადაშიც იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)