|
2023-09-22 12:23:39, 1068 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს. ზელენსკის თქმით, აღნიშნული შეთანხმების გარდა, ვაშინგტონში მის ვიზიტს სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც მოჰყვა. "ვაშინგტონში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მის გუნდთან. ჩვენ მივაღწიეთ ახალ თავდაცვის შეთანხმებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ჭურვებსა და საინჟინრო აღჭურვილობას. ჩვენ ასევე შევთანხმდით გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად აწარმოებენ საჭირო იარაღს. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე! თავდაცვის ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული მოვლენაა. ახალი ინდუსტრიული ბაზა, ახალი სამუშაო ადგილები ორივე ერისთვის. უკრაინას შეეძლება საჰარო თავდაცვის სისტემების წარმოება. ეს გლობალურ დადებით შედეგებს გამოიღებს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ!"- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)