|
2023-09-21 18:29:26, 1030 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინასთან მარცვლეულის ირგვლივ დავა უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს ეხება
უკრაინასთან მარცვლეულის ირგვლივ დავა უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს ეხება, რომლებსაც პოლონეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის გაყიდვა სურთ, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთს სურს ჰყავდეს დამოუკიდებელი უკრაინა თავის სამეზობლოში და არა რუსეთის ნაწილი, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლონეთმა "უნდა იზრუნოს პოლონელი ფერმერების ინტერესებზე". "უკრაინასთან დავა ეხება უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს. უკრაინელ ოლიგარქებს სურთ მარცვლეულის გაყიდვა პოლონეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცავთ პოლონელ ფერმერებს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სანამ მმართველი პარტია ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულნი.თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონელი ფერმერების ინტერესებით", - განაცხადა ბლაშჩაკმა. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ პოლონელ კოლეგასთან, რობერტ ტელუსთან ერთად, მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და კომპრომისის მოსაძებნად მუშაობაზე შეთანხმდა. გაზაფხულზე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა. 16 სექტემბერს, ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა შეზღუდვები არ მოხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)