|
2023-09-21 17:12:00, 1021 ნახვა
მსოფლიო
მედია - ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ
ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ და მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტებმა პოლონეთის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირების პროცედურების გამარტივება და ლიეტუვის გავლით ტრანზიტის გაზრდა განიხილეს. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. "საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის უთანხმოება უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე. პოლონეთის ადგილი მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ პოლონელ კოლეგასთან, რობერტ ტელუსთან ერთად, მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და კომპრომისის მოსაძებნად მუშაობაზე შეთანხმდა. გაზაფხულზე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა. 16 სექტემბერს, ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა შეზღუდვები არ მოხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)