|
2023-09-20 13:38:13, 1043 ნახვა
მსოფლიო
მთიანმა ყარაბაღმა მიიღო გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების შესახებ
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსი სამშვიდობოების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ნათქვამია არაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში. „ორდღიანი ჯიუტი ბრძოლების განმავლობაში, არცახის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად იცავდნენ თავს ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით რამდენჯერმე აღმატებული მტრისგან და უდიდესი ზარალი მიაყენეს მას. სამწუხაროდ, დანაკარგები და დაჭრილები განიცადა არცახურმა მხარემ, ზოგიერთ რაიონში კი მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების საბრძოლო პოზიციებზე გარღვევა და რიგ სიმაღლეებზე და სტრატეგიულ საგზაო კვანძებზე კონტროლი“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან დაკავშირებით, ყარაბაღის არაღიარებული ხელისუფლება „მიიღეს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, იუწყება BBC-ის რუსული სამსახური. საომარი მოქმედებები, რუსულ მხარესთან შეთანხმებით, 20 სექტემბერს 13:00 საათზე უნდა შეწყდეს. განცხადებაში ასევე საუბარია ყარაბაღის არმიის სრულ განიარაღებაზე და არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე. აზერბაიჯანულ მხარესთან „რეინტეგრაციის“ და მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილება 21 სექტემბერს ქალაქ ევლახში გამართულ შეხვედრაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)