|
2023-09-20 09:48:13, 1145 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ბლინკენი, შესაძლოა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, შესაძლოა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. მაღალჩინოსნის თქმით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენები "განსაკუთრებით საშინელი და საშიშია, ამიტომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეინარჩუნებს კონტაქტს ყველა მხარესთან". Reuters-ის ცნობით, ბლინკენი მოლაპარაკებებში უახლოეს 24 საათში ჩაერთვება. შეგახსენებთ, გუშინ, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 2 ადამიანი, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)