|
2023-09-19 18:48:06, 948 ნახვა
მსოფლიო
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად სულ მცირე ორი პირი დაიღუპა
აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი ავრცელებს. ასევე, ომბუდსმენის ცნობით, დაშავდა 23 ადამიანი, საიდანაც 8 არასრულწლოვანია. ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)