|
2023-09-19 16:53:52, 795 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საგარეო - აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საგარეო უწყება საერთაშორისო პარტნიორებს აზერბაიჯანის შესაჩერებლად მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. "19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ხელმძღვანელობს რა დაუსჯელობის გრძნობით, აზერბაიჯანმა ღიად აიღო პასუხისმგებლობა აგრესიაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ახორციელებს „ანტიტერორისტულ ზომებს“ მთიან ყარაბაღში. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ჯარებს, რომლებიც განლაგებული არიან მთიან ყარაბაღში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად, გადადგან მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)