|
2023-09-19 16:39:17, 736 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს
გამანადგურებელი სიახლეები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. მიშელის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს. "გამანადგურებელი სიახლეები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს და საშუალება მიეცეს ბაქოსა და ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს შორის დიალოგის წარმოებას",- წერს მიშელი. შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)