|
2023-09-18 14:09:11, 975 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
უკრაინა პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. კაჩკას თქმით, კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს. „ჩემი აზრით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებს და საკუთარ კავშირს, რადგანაც ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სხვა სახელმწიფოებზეც“,- განაცხადა კაჩკამ. მისივე თქმით, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის ქმედებები ევროკომისიისადმი უნდობლობის გამოცხადებაა. „ჩვენი აზრით, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის ქმედებები არის უნდობლობის გამოცხადება ევროკომისიისადმი. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ევროკომისია წარმოადგენს იმ ინსტიტუტს, რომელიც სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავაჭრო პოლიტიკას ადგენს მთელი ევროკავშირისთვის. ჩვენ ამ მიდგომის საფუძველზე ვმუშაობთ. ბუდაპეშტის და ვარშავის სისტემური მიდგომა, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკაში ევროკავშირის ინსტიტუტების იგნორირებას ახდენენ, ვფიქრობ, პრობლემური იქნება ევროკავშირისთვის, რადგან იქ ერთიანობა არ არის“,- დასძინა კაჩკამ.. შეგახსენებთ,16 სექტემბერს, ევროკავშირმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა უნდა მოიხსნას. ევროკავშირის ეს ქვეყნები უკრაინულ პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას ინდივიდუალურად გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)