|
2023-09-18 13:49:32, 892 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს: ვლადიმერ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, ანა მალიარი, დენის შარაპოვი. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, ანდრეი შევჩენკო და მინისტრის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფროვნების საკითხებში ვიტალი დეინეგა. მედიის ცნობითვე, გათავისუფლების შესახებ განცხადება ყველა მათგანმა თავდაცვის ახალი მინისტრის მოთხოვნის შემდეგ ნებაყოფლობით დაწერა. ცნობისთვის, 5 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. უკრაინის კანონდმებლობის მიხედვით, მინისტრის გადაყენების შემდეგ, თანამდებობები მისმა მოადგილეებმაც უნდა დატოვონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)