06:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 09:46:16, 815 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ოთხდღიანი ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ორი მხარე ერთმანეთს "ღრმა პოლიტიკურ ნდობას" გამოუცხადებს.

"ვანგ ი, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე, მმართველი "კომუნისტური პარტიის" საგარეო საქმეთა ოფისს, შეხვდება უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს, უსაფრთხოების ყოველწლიურ მოლაპარაკებებზე",- ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც Reuters-ი რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, ჩინელი დიპლომატის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები "საკითხთა ფართო სპექტრს" მოიცავს.

არსებობს ვარაუდი, რომ ვან ის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს სახალხო რესპუბლიკაში. 

1-ელ სექტემბერს, პუტინმა განაცხადა, რომ ელოდა პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას, მაგრამ მას არ დაადასტურებია, რომ ჩინეთში გამგზავრებას აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics