|
2023-09-16 16:27:37, 843 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს
17 სექტემბრიდან პოლონეთი რუსულნომრიანი მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკი განაცხადა. კამინსკის თქმით, შეზღუდვა შეეხებათ როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით გადაადგილდებიან. "8 სექტემბერს ევროკომისიის დირექტივების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც კრძალავს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ევროკავშირში შესვლას, მინდა გაცნობოთ, რომ ეს აკრძალვა პოლონეთის საზღვარზე ამოქმედდება ხვალიდან. ვერცერთი რუსული მანქანა ვერ შევა პოლონეთში. ეს ეხება ყველა მანქანას როგორც კომერციული, ასევე კერძო მიზნებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, მანამდე ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა, რომლებსაც სახმელეთო საზღვარი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)