|
2023-09-16 12:59:10, 1332 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ EU-ის შეზღუდვები მოიხსნა
ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ EU-ის შეზღუდვები მოიხსნა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ევროპული ერთიანობის ორმხრივ დონეზე მუშაობაც, რომ მეზობლებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას ომის დროს. "ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ ევროკავშირის შეზღუდვები მოიხსნა. ახლა მნიშვნელოვანია, ევროპული ერთიანობის ორმხრივ დონეზე მუშაობაც, რომ მეზობლებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას ომის დროს. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც შეთანხმებები მუშაობს და დაპირებები სრულდება. თუ ჩვენი მეზობლების გადაწყვეტილებები არ იქნება მეზობლური, უკრაინა ცივილიზებული ფორმით უპასუხებს",- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწეწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)