|
2023-09-16 10:23:37, 915 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა. ამის შესახებ შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საუბარია ევროკავშირის 5 წევრ ქვეყანაზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან ან გეოგრაფიულად ახლოს იმყოფებიან - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი. „არსებულ ზომებს ვადა დღეს გასდის. უკრაინა დათანხმდა 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი სამართლებრივი ზომა მიიღოს (მათ შორის, მაგალითად, საექსპორტო ლიცენზირების სისტემა) მარცვლეულის მოზღვავებისთვის თავის ასარიდებლად. მანამდე უკრაინამ 2023 წლის 16 სექტემბრიდან სურსათის 4 ჯგუფის ექსპორტის კონტროლზე ეფექტიანი ზომები უნდა მიიღოს, რათა მეზობელ წევრ ქვეყნებში ნებისმიერი საბაზრო ცვლილებები აღკვეთოს”,- აღნიანულია განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია და უკრაინა ვითარების გააკონტროლებენ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე მოახდინონ რეაგირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)