08:15 - 01 May, 2026
|
2023-09-15 17:23:41, 764 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პირებს, რომლებიც „ვაგნერს“ აქტიურ მხარდაჭერას გაუწევენ ან მის რიგებში გაწევრიანდებიან, 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. BBC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ გავლენა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, დაჯგუფება მაინც რჩება „სერიოზულ და პოტენციურად გამანადგურებელ ძალად იმ ქვეყნებში, სადაც ამ დრომდე არის წარმოდგენილი“. აღნიშნულ საკითხზე ასევე გავლენიანი მედია Bloomberg-ი წერდა, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში „ვაგნერის“ ქსელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი კონტროლის ქვეშ გადავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)